ევროკავშირის ლიდერები „სტუდენტურ სიას“ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

ევროკავშირის ლიდერები  „სტუდენტურ სიას“ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

ვულოცავთ „სტუდენტურ სიას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში წერენ.

“სერბეთის მოსახლეობა რეკორდული რაოდენობით მივიდა არჩევნებზე, რათა საკუთარი ქვეყნის მომავალი განესაზღვრა. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეფორმებს კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართულებით, ასევე ვითანამშრომლოთ ევროკავშირში სერბეთის მომავლის წინსვლისთვის”, - აცხადებენ ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა.

„სტუდენტურ სიას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსიც.

“დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნით გამართული თითქმის ორწლიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სერბეთის მოქალაქეები ისტორიულად მაღალი აქტივობით მივიდნენ არჩევნებზე. ვულოცავთ „სტუდენტურ სიას“ გამარჯვებას! სწორედ ეს ღირებულებები უდევს საფუძვლად ჩვენს ევროკავშირს. სერბეთისთვის ახალი ეტაპი იწყება. ევროკავშირის კარი ღიაა და ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიაროთ წინ”, - წერს მარტა კოსი.

შეგახსენებთ, სერბეთში გუშინ საპარლმენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც “სტუდენტურმა სიამ” ალექსანდრ ვუჩიჩის პარტია, „სერბეთის პროგრესული პარტია”, დაამარცხა.