ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა, - ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 95.3%-ის დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ილიანა იოტოვამ ხმების 34.6% მიიღო, ოპოზიციის კანდიდატმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი გიუროვმა კი - 32%. ამომრჩეველთა აქტივობამ მხოლოდ 22.2% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია 50%-ზე მეტ საჭირო ზღვარზე.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 1-ელ ნოემბერს გაიმართება. ბულგარეთში პრეზიდენტი შეზღუდული უფლებამოსილებების მიუხედავად, ამ თანამდებობაზე მყოფი პოლიტიკოსი წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე (გარკვეული გამონაკლისის გარდა), არის უმაღლესი მთავარსარდალი, ხელს აწერს გენერალური პროკურორისა და უმაღლესი სასამართლოების ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ ბრძანებულებებს, ნიშნავს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს და აქვს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე ვეტოს დადების უფლება.