მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთში, „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

26 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთში, „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფორუმი „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ორგანიზებით იმართება.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.
















