ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს, ავტობუსი სიმაღლიდან გადავარდა, დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი

ესპანეთში, ქალაქ ბარსელონასთან ახლოს, ავტობუსი 20 - მეტრიანი სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც 80-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
კატალონიის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ავარიის შედეგად დაშავებული 83 ადამიანიდან 7-ის მდგომარეობა მძიმეა, 18-ის - საშუალო სიმძიმის, 58-მა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
ესპანური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა კვირას მოხდა, როდესაც ავტობუსი ვიწრო გზაზე მოძრაობისას გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და 20-მეტრიანი ფერდობიდან გადავარდა.
ავარიის ზუსტი გარემოებები ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.
















