თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე - რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ ჩვენი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე - რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ ჩვენი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის

რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ ჩვენი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა, ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სარჩელის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან, რას ედავებიან, რასაც თავად მოსამართლეების განმარტებებიც ადასტურებს.

„ჩვენი მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი ემყარება საგამოძიებო კომისიის მასალებს, ასევე სარჩელში არის უფრო ფართოდ მოხმობილი ის მტკიცებულებები, რომელიც ამ პარტიებს ერთმანეთთან აკავშირებს და ერთმანეთის ქმედებებზე პასუხისმგებელს ხდის, ამას ვნახავთ დღეს, გამოვა ჩვენგან მომხსენებელი მოსამართლის შემდეგ

და ფართოდ წარუდგენს სასამართლოს ამ მტკიცებულებებს. მათ ძალიან კარგად გაიგეს რას ვედავებით, თვითონ მოსამართლეებმაც აღნიშნეს, შემდგომში როდესაც ისინი თავის მოსაზრებებს გადმოსცემდნენ, ძალიან მარტივად ახსნეს, რაში ედავებოდნენ მათ და რატომ არ უნდა შესდავებოდნენ, ასე რომ მათ ძალიან კარგად იციან რას ვედავებით და დღეს ეს იქნება წარმოდგენილი. რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ ჩვენი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ მით უკეთესი იქნება მათთვის, როგორც ადამიანებისთვისაც აღარ ვლაპარაკობ როგორც პოლიტიკოსებისთვის. საერთოდ ილუზიებში ცხოვრება ძალიან რთულია და კარგი იქნება ამ ილუზიებს თავს თუ დაანებებენ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.