ნავთობკომპანია „ქონექთი“ საქართველოში ავტოგასამართი სადგურების ქსელის გაფართოებას განაგრძობს

ნავთობკომპანია „ქონექთი“ საქართველოში ავტოგასამართი სადგურების ქსელის გაფართოებას განაგრძობს. კომპანიამ წელს რიგით 34-ე სადგური გახსნა და ქსელში მოქმედი სადგურების ჯამური რაოდენობა 170-მდე გაზარდა. წლის ბოლომდე დაგეგმილი ახალი ობიექტების გახსნით, ქონექთი 180-მდე სადგურის გაერთიანებას გეგმავს. - ამის შესახებ ინფორმაციას „ქონექთი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაფართოების პარალელურად, კომპანია ავითარებს მომხმარებლისთვის განკუთვნილ შეთავაზებებსა და მომსახურებას. ქონექთის მიზანია, ხელმისაწვდომობა ორი მიმართულებით გაზარდოს - სადგურების მომხმარებლის ყოველდღიურ მარშრუტებთან სიახლოვითა და საწვავის შეძენის ხელსაყრელი პირობებით.
მეტი სადგური მომხმარებლის გზაზე
მიმდინარე წელს გახსნილი 34 სადგური ქსელის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. გაფართოება ემსახურება როგორც ახალ მომხმარებლებთან მისვლას, ისე არსებული მომხმარებლებისთვის ქონექთით სარგებლობის გამარტივებას - ყოველდღიური გადაადგილებისას თუ ქალაქებს შორის მგზავრობისას.
წლის ბოლომდე დაგეგმილი გახსნები ამ მიმართულების გაგრძელებაა. კომპანიისთვის ქსელის ზრდა გრძელვადიანი განვითარების ნაწილია, რომლის ცენტრშიც მომხმარებელთან უფრო ახლოს ყოფნა და ხარისხიანი მომსახურება დგას.
X-power - საწვავის ახალი ხაზი ქონექთში
ქონექთი პროდუქტის ხარისხს მუდმივად აუმჯობესებს და ამ ხედვის ფარგლებში წარმოგიდგენთ X-Power-ის საწვავის ახალ ხაზს. ევროპიდან მოწოდებული, EURO 5 სტანდარტის საწვავი სპეციალური კომპონენტებითაა გამდიდრებული, რომლებიც საწვავის სისტემის მოვლას ემსახურება.
X-Power ხელს უწყობს საწვავის სისტემის შესაბამისი კომპონენტების სისუფთავის შენარჩუნებას, ნალექების წარმოქმნის შეზღუდვასა და არსებული ნადების შემცირებას. კოროზიისგან დამცავ თვისებებთან ერთად, ის უზრუნველყოფს სისტემის გამართულ მუშაობას. X-Power ევრო დიზელის შემთხვევაში, სპეციალური კომპონენტები საწვავის შეზეთვის თვისებების გაუმჯობესებასაც ემსახურება.
X-Power-ის ხაზი აერთიანებს სამ პროდუქტს: სუპერ 98-ს, პრემიუმ 95-სა და ევრო დიზელს. ქონექთის ასორტიმენტში ასევე წარმოდგენილია EURO 5 სტანდარტის ევრო რეგულარი და ევრო დიზელი.
X-Power უზრუნველყოფს ძრავის უფრო თანაბარ მუშაობას და ქმნის მართვის უკეთეს გამოცდილებას.
Connect Card - ლიტრზე 20 თეთრამდე ფასდაკლება
X-Power ის საწვავის გამოსაცდელად იდეალური დროა, რადგან ქონექთმა დანერგა ლოიალობის სისტემა - Connect Card, რომელიც ეტაპობრივად სხვადასხვა ქალაქში ხდება ხელმისაწვდომი. ბარათი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თითოეულ ლიტრ საწვავზე 20 თეთრამდე ფასდაკლებით ისარგებლოს. ბარათის გამოყენების პირობებისა და ფასდაკლების სისტემის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს.“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























