დიმიტრი პესკოვი - კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების შესახებ გადაწყვეტილება საბრძოლო მოქმედებების შეზღუდვას არ ითვალისწინებს

დიმიტრი პესკოვი - კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების შესახებ გადაწყვეტილება საბრძოლო მოქმედებების შეზღუდვას არ ითვალისწინებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების გადაწყვეტილება საბრძოლო მოქმედებების შეზღუდვას არ გულისხმობს.

„სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების შესახებ გადაწყვეტილება საბრძოლო მოქმედებებზე რაიმე შეზღუდვის დაწესებას არ ითვალისწინებს“, - აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვს დაუსვეს შეკითხვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, ტერიტორიული საკითხი განხილვა მხოლოდ ლიდერების დონეზე შეიძლება. ჟურნალისტმა რუსეთის ლიდერის პრესსპიკერს ჰკითხა, ხედავს თუ არა კრემლი ამ განცხადებაში კიევის მხრიდან ტერიტორიული საკითხების “რეალური კომპრომისით გადაწყვეტისთვის მზადყოფნის რაიმე ნიშნებს და შესაძლებელია თუ არა ასეთი დისკუსია უახლოეს მომავალში”.

“ყველა ეს საკითხი, ასე თუ ისე, შეიძლება განხილვის თემად იქცეს მშვიდობიანი მოგვარების მცდელობისას. ძალიან სერიოზული საუბარი გველოდება, რომელიც უამრავ დეტალს მოიცავს”, - აღნიშნა პესკოვმა.