ვოლოდიმირ ზელენსკი სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური „სტუდენტური სიის“ გამარჯვებაზე - ეს სერბეთის ისტორიაში ნამდვილად ახალი ფურცელია

ვოლოდიმირ ზელენსკი სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური „სტუდენტური სიის“ გამარჯვებაზე - ეს სერბეთის ისტორიაში ნამდვილად ახალი ფურცელია

ეს სერბეთის ისტორიაში ნამდვილად ახალი ფურცელია, - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური „სტუდენტური სიის“ გამარჯვებას ეხმაურება.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სერბეთში ცვლილებები მოხდა.

„სერბეთს წარმატებას, რეალურ განვითარებასა და ევროპულ საზოგადოებასთან თბილ ურთიერთობებს ვუსურვებთ“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ზელენსკი სერბეთს „უკრაინელი ხალხის, სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობის პატივისცემისთვის“ მადლობას უხდის.

„ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ ჩვენს საერთო მიღწევებს - ყველაფერს, რაც ჩვენს საზოგადოებებს აძლიერებს და ადამიანებს მეტ შესაძლებლობას აძლევს. მზად ვართ, ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება გავაგრძელოთ. დაე, სერბი ხალხის ყველა კეთილი იმედი ასრულდეს!“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, სერბეთში გუშინ საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც „სტუდენტურმა სიამ“ ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის პარტია, „სერბეთის პროგრესული პარტია“ დაამარცხა.