ირაკლი კირცხალია - სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს დამხობის სულისკვეთების ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა აქ რევოლუციურ სცენარებში

სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან ის დამხობის სულისკვეთების ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში. რატომ ზეიმობენ?! ღიმილის მომგვრელია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი კირცხალიამ.
დეპუტატი სერბეთის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
„სხვა არჩევნებიც გავიხსენოთ ქვეყნის გარეთ. სასოწარკვეთილებას რომ სახე ჰქონდეს, სასოწარკვეთილების სახე არის თითოეული ეს ჟივილ-ხივილი, რაც ქვეყნის გარეთ ნებისმიერ მოვლენას [მოჰყვება ხოლმე]. რას ზეიმობენ?! სერბეთში დემოკრატიული პროცესი წარიმართა, ერთი ძალა დამარცხდა, მეორემ გაიმარჯვა. ამას ზეიმობს ჩვენთან ის დამხობის სულისკვეთების ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ ქვეყანაში. რატომ ზეიმობენ?! ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა კირცხალიამ.

























