„როსსელხოზნადზორის” ინფორმაციით, საქართველოს რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის სპეციალისტები ეწვევიან

„როსსელხოზნადზორის” ინფორმაციით, საქართველოს რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის სპეციალისტები ეწვევიან

საქართველოს რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის სპეციალისტები ეწვევიან.

„საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, 2026 წლის 2 ნოემბრიდან „როსსელხოზნადზორის“ დელეგაცია საქართველოდან რუსეთში გასაგზავნი თესლოვანი და კურკოვანი კულტურების ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა“, - ნათქვამია რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის („როსსელხოზნადზორის“) განცხადებაში.

ასევე, განცხადების თანახმად, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია იმ ლაბორატორიის აუდიტის ჩატარება, რომელიც რუსეთში შესატანად განკუთვნილ მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მოქმედი ნივთიერებების ნარჩენი რაოდენობის კვლევებს ატარებს.

„რუსული უწყების წარმომადგენლების ვიზიტი მიზნად ისახავს საკარანტინო საქონელზე კონტროლის ერთიანი მიდგომების შემუშავებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, 2026 წლის 24 ოქტომბრის მონაცემებით, რუსეთმა საქართველოდან 70500 ტონა ხილისა და ბოსტნეულის პროდუქციის იმპორტი განახორციელა.