საფინანსო სექტორის ორგანიზაციებისთვის ნექსია აკადემიამ სპეციალიზებული სასწავლო კურსი შეიმუშავა

საფინანსო სექტორის ორგანიზაციებისთვის ნექსია აკადემიამ სპეციალიზებული სასწავლო კურსი შეიმუშავა

საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელის, Nexia Georgia-ს საგანმანათლებლო პლატფორმა „ნექსია აკადემია“ და ფინანსური სექტორის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია „სოფტგენ ჯგუფი“ (რომელიც ბაზარზე 18 წელია ოპერირებს) საფინანსო და სალომბარდო ორგანიზაციებისთვის ერთობლივ პრაქტიკულ კურსს იწყებენ.

როგორც ორგანიზაციებში აცხადებენ, სფეროს ბუღალტრულ და საგადასახადო აღრიცხვას რთული სპეციფიკა აქვს, ბაზარზე კი ამ მიმართულებით სპეციალიზებული პროგრამები პრაქტიკულად არ არსებობს. ახალი კურსი სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს.

„საფინანსო და სალომბარდო ორგანიზაციების აღრიცხვა მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ბიზნესების პრაქტიკისგან. ამ საჭიროების საპასუხოდ, „სოფტგენ ჯგუფთან“ ერთად შევიმუშავეთ კურსი, რომელიც სააღრიცხვო მიდგომების, სებ-ის მოთხოვნებისა და პროცესების სწორად ორგანიზებას გულისხმობს“, - Nexia Academy-ის მენეჯერი სალომე ზარიძე.

პროგრამა განკუთვნილია ბუღალტრებისთვის, ფინანსისტებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის. კურსი ონლაინ ფორმატში, 3 ნოემბრიდან დაიწყება. რადგან პირველი ჯგუფი უპრეცედენტოდ მოკლე დროში დაკომპლექტდა, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, შეავსონ წინასწარი რეგისტრაციის ფორმა (https://forms.gle/kMCYYNqJbpd8Gbjt9) რათა კურსზე დასწრება გაზაფხულის სემესტრში შეძლონ. შესაძლებელია კორპორატიული დაკვეთით ჩატარებაც.

სწავლის პროცესი მაქსიმალურად პრაქტიკული რომ იყოს, მსმენელები თეორიულ მასალასთან ერთად, სამუშაოებს „სოფტგენ ჯგუფის“ სპეციალიზებულ პროგრამა Loan Expert-ში შეასრულებენ.

„Loan Expert-ი სრულად არის მორგებული მიკროსაფინანსო და ფინანსური სექტორის ყოველდღიურ ოპერაციებზე. მოხარული ვართ, რომ „ნექსია აკადემიამ“ მიიღო ეს გამოწვევა და სექტორის წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება, ცოდნა ჩვენი ბუღალტრული მოდულის გამოყენებით გაიღრმავონ“, - აღნიშნავს „სოფტგენ ჯგუფის“ ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფო კალანდაძე.

კურსს დარგის წამყვანი პრაქტიკოსები უძღვებიან:

  • დავით მამრიკიშვილი - Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორი;
  • თამარ თადიაშვილი - Nexia Georgia-ს მოწვეული ტრენერი;
  • ანა გაბედავა - Nexia Georgia-ს ფინანსური დეპარტამენტის დირექტორი / გარიგების პარტნიორი.

ახალი საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს, შეავსოს არსებული ხარვეზი ბაზარზე და საფინანსო სექტორში დასაქმებულ პროფესიონალებს მისცეს შესაძლებლობა, დროულად აიმაღლონ კვალიფიკაცია, აიწყონ პროცესები თანამედროვე რეგულაციების შესაბამისად და გააძლიერონ კომპანიის ფინანსური მდგრადობა.

(R)