Reuters - ფლავიო ბოლსონარუმ აშშ-ში ჩასვლის შემდეგ თავი ბრაზილიის „კანონიერ“ ლიდერად გამოაცხადა

ფლავიო ბოლსონარუმ აშშ-ში ჩასვლის შემდეგ თავი ბრაზილიის „კანონიერ“ ლიდერად გამოაცხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ბოლსონარუს მიერ გამოქვეყნებულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მსურს ვუთხრა არა მხოლოდ ჩემს 60 მილიონ ამომრჩეველს, არამედ ბრაზილიელ ხალხს, რომ მე ლიდერი ვარ, ხოლო დამნაშავეები, რომლებმაც ბრაზილიაში არჩევნები მოიპარეს, იმ კრიმინალური ორგანიზაციის ნაწილს წარმოადგენენ, რომელმაც ტირანია დაამყარა,“ - განაცხადა ფლავიო ბოლსონარუმ.
ფლავიო ბოლსონარუმ მაიამის შტატში ჩასვლის შემდეგ არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის, ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან დამარცხების შემდეგ, ფლავიო ბოლსონარუ ოჯახთან ერთად, აშშ-ში ჩავიდა.
ბოლსონარუმ ბრაზილია მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მას პასპორტის ჩაბარება უბრძანა გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც კორუფციულ ქმედებებში, ფულის გათეთრებასა და ვალუტის მიმოქცევის წესების დარღვევაში მის სავარაუდო მონაწილეობას უკავშირდება.

























