იმედი L Unlimited Summit-ზე

თანამედროვე სამუშაო გარემო სწრაფად იცვლება. ტექნოლოგიური განვითარება და ხელოვნური ინტელექტი კი პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის ახალ გზებს აჩენს. სწორედ ამ თემებს ეძღვნება Unlimited Summit, რომელიც 24-25 ოქტომბერს Expo Georgia-ში გაიმართა.
სამიტში იმედი L-მა პარტნიორის სტატუსით მიიღო მონაწილეობა. ორდღიანმა ღონისძიებამ 7,000-მდე მონაწილე, 120 ქართველი და საერთაშორისო სპიკერი და 80-მდე კომპანია გააერთიანა.
პროგრამა თანამედროვე სამუშაო კულტურას, კარიერულ შესაძლებლობებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებს დაეთმო. მონაწილეებს დახვდათ სივრცე ახალი იდეების აღმოსაჩენად, გამოცდილების გასაზიარებლად და პარტნიორული კავშირების დასამყარებლად.
პარტნიორების ზონაში იმედი L-ის სტენდმა უამრავ სტუმარს უმასპინძლა. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, კომპანიის წარმომადგენლებისგან გაეგოთ დასაქმების შესაძლებლობებზე, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და ჩართულიყვნენ ინტერაქციულ თამაშში, რომლის გამარჯვებულსაც სპეციალური პრიზი გადაეცა.
„ტექნოლოგიური სიახლეები და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომები დღეს ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მივყვებოდეთ ამ ცვლილებებს და შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანებს პროფესიული ზრდისა და წინსვლის შესაძლებლობა ექნებათ“ - აღნიშნავენ იმედი L-ში.
Unlimited Summit-ის მიზანია, პროფესიონალებსა და ბიზნესს შორის კავშირები სამიტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდეს და ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოცდილებას ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები მოჰყვეს.
იმედი L მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც პროფესიულ განვითარებას, ახალი ცოდნის გაზიარებასა და კარიერულ წინსვლას უწყობს ხელს.
(R)

























