თორნიკე ართქმელაძე - სარჩელი იმგვარად არის ფორმულირებული, რომ რთულია რაიმე სამართლებრივ არგუმენტებზე ვისაუბროთ, თუმცა იმის გამო, რომ არ მიეცეს მოსარჩელეს აპელირების საშუალება, ყველა საკითხს ამომწურავად ვუპასუხებთ

იმის გამო, რომ არ მიეცეს მოსარჩელე მხარეს აპელირების საშუალება, რომ რაიმე საკითხი დავტოვეთ უპასუხოდ, ყველა იმ საკითხზე, რომელზეცჩვენი პოლიტიკური პარტია იქნა დასახელებული დეტალურად და ამომწურავად ვუპასუხებთ - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს” წევრმა, თორნიკე ართქმელაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის დაწყების წინ განაცხადა.
მისივე თქმით, სარჩელის აგებულებიდან და ფორმულირებიდან გამომდინარე ძალიან რთულია, სამართლებრივ არგუმენტებზე საუბარი.
“ვაპირებთ ყველა იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე ვისაუბროთ, რასაც მოსარჩელე პრინციპში თავისი ახსნა-განმარტების დროს საუბრობდა. თავად სარჩელი იმგვარად არის ფორმულირებული, რომ ძალიან რთულია რაიმე სამართლებრივ არგუმენტებზე ვისაუბროთ, რადგან ასეთი არგუმენტები იქ უბრალოდ არ არის, თუმცა იმის გამო, რომ არ მიეცეს მოსარჩელე მხარეს აპელირების საშუალება, რომ რაიმე საკითხი დავტოვეთ უპასუხოდ, ყველა იმ საკითხზე, რომელზეც ჩვენი პოლიტიკური პარტია იქნა დასახელებული დეტალურად და ამომწურავად ვუპასუხებთ”, - განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.

























