„გაორმაგებული ფასდაკლება“ IMPEX-ში - 50%-მდე ფასდაკლება და დამატებითი -20% სალაროსთან, თავის მოვლის სრულ ასორტიმენტზე!

მხოლოდ 29-30 ოქტომბერს სააფთიაქო ქსელი IMPEX მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებას - „გაორმაგებულ ფასდაკლებას“ სთავაზობს! აქციის ფარგლებში, კოსმეტიკისა და თავის მოვლის სრულ ასორტიმენტზე 50%-მდე ფასდაკლებასთან ერთად, მომხმარებლებს ფიზიკურ აფთიაქებში, სალაროსთან, დამატებით -20%-იანი ფასდაკლება დახვდებათ.
50% + 20% ფასდაკლება გავრცელდება შემდეგ პრემიუმ და ექსკლუზიურ ბრენდებზე: TOPICREM, NOREVA, NUXE, URIAGE, SUNKISSED, PHYTORELAX და ა.შ. ხოლო VICHY, LA ROCHE-POSAY, KORRES, INSTITUTO ESPAÑOL და ასევე IMPEX-ის ექსკლუზიურ ბიუჯეტურ ბრენდებზე მომხმარებლებს 40%-იანი ფასდაკლება და სალაროსთან დამატებითი 20%-იანი ფასდაკლება ელოდებათ.
„გაორმაგებული ფასდაკლების“ დღეებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, აღმოაჩინონ IMPEX-ში ახლად წარმოდგენილი საკულტო კორეული კანის მოვლის ბრენდები - ANUA და MEDICUBE - და მათი პროდუქციით სალაროსთან დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. აღსანიშნავია, რომ ეს ორი გლობალურად პოპულარული K-Beauty ბრენდი საქართველოში, სააფთიაქო ქსელის ფორმატში, პირველად სწორედ IMPEX-შია წარმოდგენილი.
IMPEX ყოველთვის ზრუნავს მომხმარებლებზე და მათთვის საყვარელი ბრენდების პროდუქციას განსაკუთრებული შეთავაზებებით კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

(R)

























