მაია კოპალეიშვილი - სასამართლო არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პროცესები შევაფასოთ, მიაჩნია, რომ ეს პოლიტიკური შეფასებებია, ამ დროს კი ეს არის ფაქტები, მათი შეფასება და ანალიზი - მე პირადად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ნდობა არ მაქვს

მაია კოპალეიშვილი - სასამართლო არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პროცესები შევაფასოთ, მიაჩნია, რომ ეს პოლიტიკური შეფასებებია, ამ დროს კი ეს არის ფაქტები, მათი შეფასება და ანალიზი - მე პირადად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ნდობა არ მაქვს

ის [სასამართლო] არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეული პროცესები შევაფასოთ და მიაჩნია, რომ ეს პოლიტიკური შეფასებებია, ამ დროს ეს არის ფაქტები, მათი შეფასება და ანალიზი, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მას არ აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ნდობა, რისი საფუძველიც “მათი განხილვები და გადაწყვეტილებებია”.

“ურთულესი პროცესი მიმდინარეობს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ. ამ დღეების განმავლობაში, სასამართლომ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარი გვითხრა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეული პროცესები შევაფასოთ და მიაჩნია, რომ ეს პოლიტიკური შეფასებებია, ამ დროს ეს არის ფაქტები, მათი შეფასება და ანალიზი. საუბარია ისეთ ფაქტებზე, რომლებიც თავად კონსტიტუციურ სარჩელშია “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი.

მე პირადად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ნდობა არ მაქვს. ამის საფუძველს მაძლევს ის წინარე განხილვები და გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებული იქნა. რთულია ახლა ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასეა. საკონსტიტუციო სასამართლო დგას ურთულესი გადაწყვეტილების წინაშე, მან შესაძლოა აკრძალოს პოლიტიკური პარტიები და ამით ჩვენ ქვეყანაში, დემოკრატიას საფუძველი გამოუთხაროს და საერთოდ დაგვაკარგვინოს ევროპული განვითარების გზა”, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.