„თბილისის აკრები“ მეორე ფაზით დაინტერესებულ მომხმარებლებს 20 ნოემბრამდე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

„თბილისის აკრები“ მეორე ფაზით დაინტერესებულ მომხმარებლებს 20 ნოემბრამდე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

20 ნოემბრამდე „თბილისის აკრების“ მეორე ფაზაში ბინის შერჩევა და დაჯავშნა საუკეთესო ფასად და გადახდის განსაკუთრებული პირობებით შეგიძლიათ. შეთავაზება შეზღუდული დროით მოქმედებს და ყველაზე ხელსაყრელ პირობებს გულისხმობს.

რელიეფზე მორგებული პრემიუმ არქიტექტურა, დაბალი განაშენიანება, გაუმჯობესებული აპარტამენტები და მასშტაბური სარეკრეაციო სივრცეები – თბილისის პირველი თვითმყოფადი უბანი განვითარების ახალ ფაზას იწყებს. მეორე ფაზა პროექტის თავდაპირველი ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა – უბანი, სადაც თანამედროვე არქიტექტურა, ბუნებასთან სიახლოვე და ქალაქის ყველა საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა ერთ სივრცეში ერთიანდება.

მეორე ფაზის მთავარი უპირატესობები

  • უბნის უდიდესი სარეკრეაციო სივრცე – „თბილისის აკრების“ ერთჰექტრიანი პარკი
  • რელიეფზე მორგებული პრემიუმ არქიტექტურა
  • 7–8-სართულიანი დაბალი განაშენიანება
  • გაუმჯობესებული აპარტამენტები
  • უნიკალური, 360-გრადუსიანი ხედები
  • დამოუკიდებელი კომერციული ინფრასტრუქტურა – მინი-მოლი „Retail Plaza“

პარკი – უბნის გული

მეორე ფაზის ყველაზე გამორჩეული ნაწილი ერთჰექტრიანი პარკია. ის არა უბნის დამატება, არამედ მისი კომპოზიციური ცენტრია, რომლის გარშემოც საცხოვრებელი კორპუსები და საზოგადოებრივი სივრცეები ეწყობა.

პარკი მაცხოვრებლებისთვის ფეხით სავალ მანძილზე იქნება – არა შაბათ-კვირის დანიშნულება, არამედ ყოველდღიური მარშრუტის ნაწილი. დილის სირბილი, ბავშვთან ერთად სეირნობა, სამსახურის შემდეგ ერთი წრე ხეების ჩრდილში – ეს ის რიტმია, რომელსაც ქალაქის ცენტრში მცხოვრები ჩვეულებრივ ვერ იღებს.

უბანს დასავლეთიდან ვრცელი ბუნებრივი ლანდშაფტი და ტყის მასივი ესაზღვრება, რაც განსაკუთრებულ მიკროკლიმატსა და ჰაერის ხარისხს ქმნის. პარკი კი ამ გარემოს უბნის შიგნით აგრძელებს. „Retail Plaza“ კი უზრუნველყოფს, რომ ყოველდღიური საჭიროებები პარკთან და სახლთან ახლოს, ფეხით სავალ მანძილზე იყოს.

არქიტექტურა, რომელიც რელიეფს მიჰყვება

მეორე ფაზა რელიეფის ბუნებრივ ხაზებს მიჰყვება და ჰარმონიულად დაკავშირებულ არქიტექტურულ რკალებად ვითარდება. ეს კომპოზიცია ქალაქის ახალ სილუეტს შექმნის, მაცხოვრებლებს კი 360-გრადუსიან ხედებს შესთავაზებს.

7–8-სართულიანი განაშენიანება ბუნებასთან კავშირს ინარჩუნებს და მეტი სივრცის, სიმშვიდისა და კომფორტის განცდას ქმნის. საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ობიექტები ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილს იკავებს – დანარჩენი ბუნებრივი საფარი და გამწვანებული სივრცეებია.

პირველი ფაზა – უკვე ხილული შედეგი

პირველი ფაზა 13 საცხოვრებელ კორპუსსა და 600-ზე მეტ აპარტამენტს აერთიანებს. ცამეტივე კორპუსის მშენებლობა პარალელურად, განსაკუთრებულად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ინდუსტრიისთვის ახალ საორიენტაციო ნიშნულს ქმნის. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე ფაზაში ინვესტიცია არა დაპირებას, არამედ უკვე ხილულ შედეგს ეყრდნობა.

მოასწარით 20 ნოემბრამდე

„თბილისის აკრები“ აგრძელებს მთავარი ხედვის განხორციელებას – დაბალი განაშენიანების, დიდი სარეკრეაციო ზონებისა და განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე თვითმყოფადი უბნის შექმნას.

საუკეთესო ფასი და გადახდის განსაკუთრებული პირობები მეორე ფაზაში მხოლოდ 20 ნოემბრამდე მოქმედებს. თუ ბუნებასთან ახლოს, პარკის გვერდით და 360-გრადუსიანი ხედებით ცხოვრებაზე ფიქრობთ, ახლა საუკეთესო დროა – შეარჩიეთ თქვენი ბინა და დაჯავშნეთ საუკეთესო პირობით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია:პირდაპირი ვიზიტი გაყიდვების ოფისში: Tbilisi Acres - ი. აბაშიძის #70ონლაინ კონსულტაცია

სატელეფონო ზარი: +995 (32) 290 05 05 / *5005

#tbilisiacre #phase2 #reserve #20november

(R)