დიტო ჩუბინიძის და - სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს ჩაინიშნა, სრულიად მოულოდნელი იყო - ასეთ გადაწყვეტილებას არ ველოდით

სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს ჩაინიშნა, სრულიად მოულოდნელი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის დამ, ნატო ჩუბინიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
„ძლივს მივასწარით დაწყებამდე. ნამდვილად არაფერს ასეთს არ ველოდებოდი, როგორც დასრულდა, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გირაოს სახით 4000 ლარი უნდა გადაიხადოს,“ - აღნიშნა ნატო ჩუბინიძემ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა.
უწყებაში განმარტავდნენ, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".
დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა დღეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის 4 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

























