უკრაინული მედია - რუსებმა დნიპროში მატარებელს დაარტყეს - დაიღუპა 13 ადამიანი

რუსებმა დნიპროში მატარებელს დაარტყეს, დაიღუპა 13 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსულმა ძალებმა რეაქტიული დრონით დნიპროს რკინიგზის სადგურის პლატფორმის მახლობლად მყოფ სამგზავრო მატარებელ „დნიპრო - ზაპოროჟიეს“ დაარტყეს.
თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 5 დაშავდა.
რუსული ძალების თავდასხმის ადგილზე მაშველები, ექიმები და სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ.

























