თორნიკე ჭეიშვილი - მოვისმინეთ სამარცხვინო განცხადება, რომ თურმე ნიკა გვარამია ემიჯნება ყველაზე ქართულ საქმეს, რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და არ ემიჯნება იმ სისტემურ დანაშაულებს, რაც უკავშირდება „ნაცმოძრაობის“ პერიოდს

თორნიკე ჭეიშვილი - მოვისმინეთ სამარცხვინო განცხადება, რომ თურმე ნიკა გვარამია ემიჯნება ყველაზე ქართულ საქმეს, რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და არ ემიჯნება იმ სისტემურ დანაშაულებს, რაც უკავშირდება „ნაცმოძრაობის“ პერიოდს

პროცესი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ მოპასუხის მხრიდან სამართლებრივი არგუმენტების უმწვავესი დეფიციტია. ისინი ცდილობენ, სხვადასხვა ტიპის პოპულისტური განცხადებებით, სასამართლო ტრიბუნიდან შექმნან გარკვეული აღქმა საზოგადოებაში, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ რაიმე რეალური კონტრარგუმენტი, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული ჩვენს სარჩელში შემოთავაზებული ბრალდებების გასაქარწყლებლად. რაც, რასაკვირველია, ასე არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას გამოეხმაურა, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი განიხილება.

მისივე თქმით, დღევანდელი პროცესი, სხდომის მიმდინარეობა წინა დღეებისაგან იმით გამოირჩევა, რომ მოპასუხე მხარე უფრო მეტად აქტიურად ცდილობს პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნიდან, „რაც მიუღებელია პროცესის ჩატარების სტანდარტებიდან გამომდინარე“.

„ამასთან დაკავშირებით მათ არაერთი შენიშვნა მიიღეს. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება ასევე ერთსა და იმავე თემებზე არგუმენტირება აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და ესეც იყო აღნიშნული სხდომის მსვლელობისას. ჩვენ მოვისმინეთ აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, თურმე ნიკა გვარამია ემიჯნება ყველაზე უფრო მეტად ქართულ საქმეს, რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მის მიერ განხორციელებულ უპრეცედენტო ქველმოქმედებას, რომელიც, თავის მხრივ, 3.5 მილიარდ დოლარს აღწევს და ამ დროს, თურმე, ის არაფრის დიდებით არ ემიჯნება იმ სისტემურ დანაშაულებს, იმ ყოვლად ამორალურ, სასტიკ და სადისტურ ქმედებებს, რაც უკავშირდება სწორედაც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს“,- აღნიშნავს ჭეიშვილი.