ანა ბუჩუკური - იმდენად გაურკვეველია, საერთოდ რას გვედავებიან ჩვენს პარტიას - პოლიტიკური განცხადებების გამო კრძალავენ პარტიებს

ანა ბუჩუკური - იმდენად გაურკვეველია, საერთოდ რას გვედავებიან ჩვენს პარტიას - პოლიტიკური განცხადებების გამო კრძალავენ პარტიებს

იმდენად გაურკვეველია, საერთოდ რას გვედავებიან ჩვენს პარტიას... პოლიტიკური განცხადებების გამო კრძალავენ პარტიებს, - ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს.

მისი განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ სარჩელში მოყვანილი ფაქტების 95 პროცენტი ტყუილია და ის მხოლოდ პროპაგანდისტულ მესიჯებს ემსახურება.

„იმდენად გაურკვეველია, საერთოდ რას გვედავებიან ჩვენს პარტიას. იძულებულები გავხდით, სადაც გახარია არის სიტყვა გამოყენებული, ამოგვეწერა და ამ პროპაგანდისტულ მესიჯებზე პასუხი მოგვემზადებინა. 95 პროცენტი ფაქტებიც კი ტყუილია მოყვანილი.

სარჩელი ძირითადად პოლიტიკურ განცხადებებს უკავშირდება და პოლიტიკური განცხადებების გამო კრძალავენ პარტიებს“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.