ბოსნია და ჰერცეგოვინაში ევროკავშირის სამხედრო მისიის ვერტმფრენი ჩამოვარდა, 3 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა

ბოსნია და ჰერცეგოვინაში ევროკავშირის სამხედრო მისიის ვერტმფრენი ჩამოვარდა, 3 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა

ბოსნია და ჰერცეგოვინაში ევროკავშირის სამხედრო მისიის ვერტმფრენი ჩამოვარდა, 3 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები და მედია ავრცელებენ.

ქალაქ ბრჩკოს მერის, სინიშა მილიჩის თქმით, ევროკავშირის სამხედრო მისიის (EUFOR) სატრანსპორტო ვერტმფრენი ბრჩკოს მახლობლად სოფელ გორიცეში ჩამოვარდა.

მისი თქმით, ყველა დაღუპული და დაშავებული EUFOR-ის წევრები იყვნენ და ჩამოვარდნილი ვერტმფრენი ევროკავშირის მისიის იტალიურ კონტინგენტს ეკუთვნოდა.

EUFOR-მა დაადასტურა, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მისი რამდენიმე წევრი დაიღუპა, ხოლო სხვები სერიოზულად არიან დაშავებულები. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ჩამოვარდნილი ვერტმფრენი CH-47 Chinook იყო და ის მისიის იტალიის კონტინგენტს ეკუთვნოდა.

მომხდარს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.