დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დღეიდან დაიწყება

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დღეიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.
ფორმების შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge იქნება შესაძლებელი.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 83 რეალიზაციის პუნქტი, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.

























