სტუ-ის რექტორი ჯაბა სამუშიას მამის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს

სტუ-ის რექტორი ჯაბა სამუშიას მამის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს თსუ-ის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას მამის, გიორგი (გოგი) სამუშიას, გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი გიორგი (გოგი) სამუშიას გარდაცვალების გამო.

ბატონო ჯაბა,

გულწრფელად ვიზიარებთ თქვენი ოჯახის დიდ ტკივილს და ამ უმძიმეს წუთებში, თანაგრძნობას გიცხადებთ.

მამის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, რომლის სიმძიმის შემსუბუქება მხოლოდ მოგონებებითაა შესაძლებელი.

გთხოვთ, მიიღოთ ჩემი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანაგრძნობა. გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს და გამძლეობას ამ მძიმე განსაცდელის დროს.

უფალმა ნათელში ამყოფოს ბატონი გიორგის სული, ხოლო მის ოჯახს მიანიჭოს ნუგეში და მშვიდობა“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის სამძიმრის წერილში.