Hubs.ge 2 წლისაა - სპორტული პლატფორმა დაბადების დღეს განსაკუთრებული ფასდაკლებებით აღნიშნავს

ქართული სპორტული პლატფორმა Hubs.ge 8 ნოემბერს მეორე დაბადების დღეს აღნიშნავს. განსაკუთრებული თარიღის აღნიშვნას კომპანია დამსახურებული ზარ-ზეიმით გეგმავს და მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებებს უმზადებს.
მხოლოდ ამ დღეს პლატფორმაზე განთავსებული სპორტული ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა თუ ეკიპირების შეძენა 50%-მდე ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი. მათთვის, ვინც Hubs.ge-ს დიდი ხანია თვალს ადევნებს, დაბადების დღის აქციები სპორტული გარდერობის განახლებისთვის კარგი დროა, ხოლო მათთვის კი, ვისაც პლატფორმით ჯერ არ უსარგებლია – ბრენდის გაცნობის საუკეთესო შანსი.
Hubs.ge ქართული მულტისპორტული მაღაზია და ონლაინ პლატფორმაა, რომელიც დღეს მომხმარებელს სპორტული სამოსისა და აღჭურვილობის ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია თბილისის ფიზიკურ მაღაზიაში და ვებსაიტის საშუალებით, მთელი საქართველოს მასშტაბით.
კომპანიის კატალოგში Adidas-ის, Nike-ის, Macron-ისა და სხვა საერთაშორისო ბრენდების ორიგინალი პროდუქციაა წარმოდგენილი. Hubs.ge ორიენტირებულია ყველა ტიპის სპორტის მოყვარულის დაკმაყოფილებაზე. კატალოგში აღმოაჩენთ როგორც მოყვარულ სპორტსმენებსა და ახალგაზრდა მოვარჯიშეებზე გათვლილ უმაღლესი ხარისხის ფორმებსა და აღჭურვილობას, ისე რიგითი გულშემატკივრებისთვის შექმნილ ბრენდირებულ მაისურებსა და ყოველდღიურობაში კომფორტულად სატარებელ სპორტულ სამოსს.
Hubs მომხმარებელს სპორტული პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, თუმცა მთავარი ადგილი ფეხბურთს უჭირავს. ფეხბურთის კატეგორიაში წარმოდგენილია მრავალნაირი ბუცები, შიპოვკები, ბურთები, სავარჯიშო მაისურები, შორტები და სხვადასხვა აქსესუარი. ვებსაიტზე ასევე წარმოდგენილია სპეციალური ფან-შოპის კატეგორია, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურები, საერთაშორისო საფეხბურთო კლუბების მაისურები და სხვა ბრენდირებული ნივთებია თავმოყრილი.
მართალია ფეხბურთი Hubs-ის მთავარი კატეგორიაა, მაგრამ ასორტიმენტი ისეა შედგენილი, რომ ყველა სპორტის მოყვარულმა იპოვოს ის, რაც სჭირდება. ვინც აქტიურადაა სირბილით ან დარბაზში ვარჯიშით გატაცებული, მაღაზიაში მარტივად იპოვის შესაბამის ფეხსაცმელს, სპორტულ ტანსაცმელსა და აქსესუარებს. პადელის მოყვარულებისთვის კი ხელმისაწვდომია თამაშისთვის საჭირო სრული ინვენტარი და ეკიპირება. პლატფორმას ასევე აქვს ტენისისა და ყოველდღიური სამოსის მიმართულებები. ყოველდღიური სტილის კატეგორიაში წარმოდგენილია სპორტული ფეხსაცმელი, მაისურები, შარვლები და მოსაცმელები.
აღსანიშნავია, რომ Hubs.ge კლუბებთან, აკადემიებსა და ფედერაციებთანაც თანამშრომლობს. სპორტული პროდუქციის შეთავაზებასთან ერთად, კომპანია ბრენდირების მომსახურებასაც სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიის მიზანია, ამ ფორმით ხელი შეუწყოს საქართველოში სპორტის განვითარებას და უფრო მჭიდრო კავშირი დაამყაროს სპორტსმენებთან, გუნდებსა და გულშემატკივრებთან.
Hubs.ge მეორე დაბადების დღეს 2024 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილი ასორტიმენტითა და განსაკუთრებული შეთავაზებით ხვდება. მხოლოდ 8 ნოემბერს თითქმის მთელ კოლექციაზე 50%-მდე ფასდაკლება იმოქმედებს. დაბადების დღის ღონისძიება სპორტის მოყვარულებისთვის სასურველი პროდუქციის სპეციალური პირობებით შეძენისა და Hubs-ის უკეთ გაცნობის შესანიშნავი შესაძლებლობაა.
(R)

























