ყვარლის ტბის რეზორტი წლის „წლის საუკეთესო რეზორტის“ გამარჯვებულია

ყვარლის ტბის რეზორტმა ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „წლის საუკეთესო რეზორტის“ ტიტული მოიპოვა. გამარჯვებულები 28 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ მე-11 საზეიმო ცერემონიაზე გამოავლინეს.
2026 წელს კონკურსში ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს 190 ნომინანტი მონაწილეობდა, ჯილდოები კი 35 ნომინაციაში გაიცა. პროექტი ინდუსტრიის გამორჩეული მიღწევების აღიარებას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროფესიული სტანდარტების გაძლიერებას ემსახურება. წელს შეფასების პროცესი განახლებული მეთოდოლოგიით, საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ ჩართულობით წარიმართა.
კახეთში, ტბისა და ულამაზესი მთების გარემოცვაში მდებარე ყვარლის ტბის რეზორტი ბუნებას, თანამედროვე არქიტექტურასა და ქართულ სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. რეზორტი სტუმრებს სთავაზობს როგორც მშვიდ დასვენებასა და გამაჯანსაღებელ გამოცდილებებს, ისე აქტიურ განტვირთვას, გასტრონომიულ აღმოჩენებსა და საქმიანი ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობას.
„წლის საუკეთესო რეზორტის“ ტიტული ყვარლის ტბის გუნდისთვის მნიშვნელოვანი პროფესიული აღიარება და განვითარების ახალი მოტივაციაა. ამ წარმატების უკან დგას თანამშრომლების ყოველდღიური შრომა, სტუმრების ნდობა და პარტნიორების მხარდაჭერა.
ყვარლის ტბის რეზორტი მადლობას უხდის დაჯილდოების ორგანიზატორებს, სასტუმროს სტუმრებს, ჟიურის და პარტნიორებს.
ყვარლის ტბის რეზორტი აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ ყოველი ვიზიტი გამორჩეულ გამოცდილებად აქციოს.
ფოტოების ავტორი: ზურა ქართველიშვილი
(R)

























