სადგურის მოედანზე ე.წ. გადასასვლელ ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია

სადგურის მოედანზე ე.წ. გადასასვლელ ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია

სადგურის მოედანზე ე.წ. გადასასვლელ ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„112-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე ვაგზლის ტერიტორიაზე იწვოდა გადასასვლელ ხიდზე შერეული ტიპის მაღაზიები. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის ლოკალიზება და უკვე ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ვინაიდან, არავის მოუმართავს და შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებიც მუშაობენ უკვე მხრჩოლავი კერების ჩაქრობაზე. ფართობთან დაკავშირებით მიმდინარეობს დაზუსტება და ასევე, ზარალთან დაკავშირებით მიმდინარეობს დაზუსტება. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვერაფერს ვერ გეტყვით.“- განაცხადა სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა.

შეგახსენებთ, ხანძარი გადასასვლელ ხიდზე მდებარე მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.