დონალდ ტრამპი - ეს ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შუალედური არჩევნებია

ეს ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შუალედური არჩევნებია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში განაცხადა.
დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების წინ აღნიშნა, რომ „დემოკრატიული პარტია ძალიან კორუმპირებულია“.
მისი თქმით, „დემოკრატებმა“ არჩევნებზე „საშიში“ კანდიდატები წარადგინეს.
„როგორც იცით, ეს ბოლო დღეა შუალედურ არჩევნებამდე. მიმაჩნია, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან შუალედურ არჩევნებამდე“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

























