სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის N89 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის N89 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
„შეხვედრაზე მოსწავლეები სახალხო დამცველის აპარატის მანდატს, სტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნენ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით აპარატის მუშაობაზე.
სახალხო დამცველი მოსწავლეებსა და სტუდენტებთან ადამიანის უფლებების საკითხებზე შეხვედრებს პერიოდულად მართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























