შალვა პაპუაშვილი - ყველაზე უკეთ გახარიამ იცის, როდის, როგორ და რატომ  შეეკრა იმ ძალას, რომელიც მარიონეტივით ათამაშებდა - რა უნდა პრემიერ-მინისტრს ამერიკის საელჩოში? აქ უკვე ნათელია ვისი მარიონეტიც იყო და ვისი დაკვეთითაც მოქმედებდა

შალვა პაპუაშვილი - ყველაზე უკეთ გახარიამ იცის, როდის, როგორ და რატომ  შეეკრა იმ ძალას, რომელიც მარიონეტივით ათამაშებდა - რა უნდა პრემიერ-მინისტრს ამერიკის საელჩოში? აქ უკვე ნათელია ვისი მარიონეტიც იყო და ვისი დაკვეთითაც მოქმედებდა

ყველაზე უკეთ გახარიამ იცის, როდის, როგორ და რატომ შეეკრა იმ ძალას, რომელიც სააკაშვილთან და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მარიონეტივით ათამაშებდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ოპოზიციის ტაქტიკა არის დაკოპირებული უცხოური სპეცსამსახურებისგან და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოზე არ მოქმედებს“.

„ეს არის ტაქტიკა, სადაც ყველას აქვს თავისი როლი, არიან ისეთები, ვინც უნდა შევიდნენ პარლამენტში, ვინც არ უნდა შევიდეს, ვინც უნდა იყოს რადიკალი და ვინც უნდა იყოს შედარებით არა რადიკალი. დააკვირდით, ყველაზე კარგი ამის ილუსტრაცია არის საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვები. ხედავთ, რომ ხუთი მოპასუხიდან ოთხი შევიდა, ერთი არ შევიდა. დარბაზში შესული ოთხი მოპასუხიდან ვხედავთ, რომ ზოგი რადიკალურად იქცევა და მოსამართლეს მათი ერთ-ერთი წარმომადგენლის დარბაზიდან გაძევებაც კი დასჭირდა, მეორე ნაწილი კი უფრო კულტურულად და მორიდებულად იქცევა. ეს ყველაფერი არის თამაში. იმდენად ხელისგულზე დევს ეს ტაქტიკა, რომელიც გადაკოპირებული აქვთ რომელიღაც უცხოური სპეცსამსახურის კურატორისგან და რომელიც რომელიღაც ქვეყანაში წარმატებით განახორციელეს, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ ქართველებზე არ მოქმედებს ეს ყველაფერი. სწორედ ამ ტაქტიკას ვამხელთ ჩვენ ჩვენი სარჩელით და რაღაც მომენტში მათი ასეთი განსხვავებული ქცევა დაპროგრამებულია და ჩადებულია ამ ერთიან ორგანიზმში.

4 ოქტომბრის შემდეგ პირდაპირ თქვეს, რომ არა უშედეგო დამხობის მცდელობა ისინი პარლამენტში არ შემოვიდოდნენ. ელოდებოდნენ შედეგიან დამხობას, რომ შემდეგ ძალაუფლების თავისი წილი მიეღოთ. ისიც ნათქვამი აქვთ, რომ მიუხედავად პარლამენტში შემოსვლისა, ისინი არა აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმაციას. ეს ყველაფერი ნათქვამი აქვთ და ეს ყველაფერი, როგორც მტკიცებულება, წარმოდგენილი გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში. დანარჩენი ყველაფერი აგონიაა. ყველაზე უკეთ გახარიამ იცის, როდის, როგორ და რატომ შეეკრა იმ ძალას, რომელიც სააკაშვილთან და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მარიონეტივით ათამაშებდა. რა უნდა პრემიერ-მინისტრს ამერიკის საელჩოში, რატომ განიხილავდა ნიკა მელიას დაჭერა-არ დაჭერის საკითხს სხვა ქვეყნის ელჩთან, აქ უკვე ნათელია არსი ვისი მარიონეტიც იყო და ვისი დაკვეთით და ხელმძღვანელობით მოქმედებდა გიორგი გახარია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.