ვიქტორ ყიფიანი - ოპოზიციური პარტიების აკრძალვისას ძალიან რთული იქნება ნორმალური პოლიტიკური დიალოგი, ეს გაარადიკალურებს პროცესს, ეს ურთიერთობებს გადაიყვანს კონფრონტაციულ რეჟიმში

ვიქტორ ყიფიანი - ოპოზიციური პარტიების აკრძალვისას ძალიან რთული იქნება ნორმალური პოლიტიკური დიალოგი, ეს გაარადიკალურებს პროცესს, ეს ურთიერთობებს გადაიყვანს კონფრონტაციულ რეჟიმში

ოპოზიციური პარტიების აკრძალვისას ძალიან რთული იქნება ნორმალური პოლიტიკური დიალოგი, ეს გაარადიკალურებს პროცესს, ეს ურთიერთობებს გადაიყვანს კონფრონტაციულ რეჟიმში, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რითაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, პარტია „ჯერ საქართველოსა“ და ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტიებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი საუბრის თემა იყო ოპოზიციური პარტიების აკრძალვა.

„ოპოზიციაში ყოფნის პირობებში, ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ პროცესზე, ეს არ არის პარტიული მიდგომა, ეს არ არის ვიწროპოლიტიკური მიდგომა, ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა.

ჩვენი ამოცანა დღეს იყო ამის დემონსტრირება. რა თქმა უნდა, თუ პროცესი განვითარდა, როგორც თქვენ ბრძანეთ [ოპოზიციური პარტიები აიკრძალა] ძალიან რთული იქნება ნორმალური პოლიტიკური დიალოგი, ეს გაარადიკალურებს პროცესს, ეს ურთიერთობებს გადაიყვანს კონფრონტაციულ რეჟიმში და ეს ჩვენთვის, „ჯერ საქართველოს“ ინტერესში არ არის და ვფიქრობ, ეს არც „ქართული ოცნების“ ინტერესში არ უნდა იყოს“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.