მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ერთ სამოძრაო ზოლში 5 ნოემბრიდან სამი თვის განმავლობაში გადაადგილება შეიზღუდება

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კოსმონავტების სანაპიროს 13ა-ს მიმდებარედ მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„დაგეგმილი სამუშაოების გამო, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან სამი თვის განმავლობაში, გზის სავალი ნაწილის ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”, - ნთქვამია ინფორმაციაში.

























