პრემიერი „ოპოზიციის ალიანსზე“ - ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა პატრონებისგან, რომ დაანგრიეს საკუთარი თავი - ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ ალიანსს დიდი პერსპექტივა არ ჰქონდა

ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაანგრიეს საკუთარი თავი და ამის შედეგია ის დაპირისპირებები, რომელსაც ვხედავთ აგენტურის შიგნით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ალიანსს დიდი პერსპექტივა თავიდანვე არ ჰქონდა.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ ალიანსს დიდი პერსპექტივა არ ჰქონდა. მთავარი მიზეზი ამ წინააღმდეგობის არის ის სისუსტე, რომლითაც გამოირჩევა მთლიანად რადიკალური ოპოზიციური სპექტრი. ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაანგრიეს საკუთარი თავი და ამის შედეგია ის დაპირისპირებები, რომელსაც ვხედავთ აგენტურის შიგნით",- აღნიშნა პრემიერმა.