აშშ-ის შუალედურ არჩევნებში საკვანძო შტატებში კენჭისყრა დასრულდა

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში საკვანძო შტატებში კენჭისყრა დასრულდა

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ექვს, მათ შორის საკვანძო შტატში, კენჭისყრა დასრულდა.

კერძოდ, შუალედურ არჩევნებში კენჭისყრა დასრულდა ჯორჯიაში, კენტუკიში, სამხრეთ კაროლინაში, ვერმონტში, ვირჯინიასა და ინდიანაში.

კენჭისყრა, ასევე, დასრულდა ფლორიდას შტატის რამდენიმე საკონგრესო უბანში.

შტატის მასშტაბით კენჭისრა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დასრულდება.

შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში ამერიკელი ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს, ხოლო კონგრესის 100 წევრიდან 35-ს ირჩევენ.