მედია - „დემოკრატებმა“ სენატში უმრავლესობისთვის საჭირო ოთხი ადგილიდან ერთი მოიპოვეს - ჩრდილოეთ კაროლინაში როი კუპერმა „რესპუბლიკელი“ მაიკლ უოტლი დაამარცხა

“დემოკრატებმა” სენატის არჩევნებში ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს, თუმცა, იმ ფონზე, როცა მილიონობით ხმა ჯერ კიდევ დაუთვლელია, ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა ისინი “რესპუბლიკელებისგან” საკანონმდებლო ორგანოში კონტროლის გადაბარებას, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მედიასაშუალებების პროგნოზით, ჩრდილოეთ კაროლინაში ყოფილმა გუბერნატორმა როი კუპერმა “რესპუბლიკელი” მაიკლ უოტლი დაამარცხა და მოიპოვა ადგილი, რომელიც მანამდე “რესპუბლიკელებს” ეკავათ. ამ შედეგით “დემოკრატებმა” მიიღეს ერთი იმ ოთხი მანდატიდან, რომლებიც მათ უმრავლესობის მოსაპოვებლად სჭირდებათ.
ამასთან, მედიის პროგნოზების თანახმად, ჯორჯიაში ხელახლა აირჩიეს “დემოკრატი” სენატორი ჯონ ოსოფი. ნიუ-ჰემფშირში “დემოკრატმა” კრის პაპასმა გაიმარჯვა, ფლორიდაში კი “რესპუბლიკელმა” ეშლი მუდიმ “დემოკრატი” კონკურენტი დაამარცხა.
უმრავლესობის მოსაპოვებლად “დემოკრატებმა” წარმომადგენელთა პალატაში “რესპუბლიკელებისგან” მინიმუმ სამი, სენატში კი ოთხი მანდატი უნდა გადაიბარონ.

























