მედია - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს „დემოკრატები“ მოიპოვებენ

მედია - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს „დემოკრატები“ მოიპოვებენ

CBS News-ის პროგნოზით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს “დემოკრატები” მოიპოვებენ.

მედიის პროგნოზის თანახმად, დემოკრატები, სულ მცირე, 218 ადგილს მოიპოვებენ, რესპუბლიკელები კი - სულ მცირე, 160 ადგილს.

მედიის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა "რესპუბლიკელებისგან" უკვე მოიპოვეს ოთხი ადგილი, ეს კი ერთით მეტია იმ რაოდენობაზე, რაც მათ 435-წევრიან პალატაზე კონტროლის დასამყარებლად სჭირდებათ იმ პირობით, თუ არ დაკარგავენ იმ მანდატებს, რომლებსაც ამჟამად ფლობენ.

წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის შესაქმნელად 218 ადგილია საჭირო.