შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სადირ ჟაპაროვს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის მეგობრული ურთიერთობები აღნიშნეს და ორმხრივი ურთიერთობების და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ათვისების სარგებელზე. ამ კუთხით ისაუბრეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ხაზი გაესვა შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბების მიზნით პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში არიან: პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ინჯია, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით შერაზადიშვილი, პარლამენტის წევრი გიორგი ჭყონია.