Associated Press - სამხრეთ კაროლინას შტატის მეორე საარჩევნო ოლქში ჯო უილსონი ლიდერობს

სამხრეთ კაროლინას შტატის მეორე საარჩევნო ოლქში ჯო უილსონი ლიდერობს, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სამხრეთ კაროლინას შტატის მეორე საარჩევნო ოლქში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში, მოქმედი კონგრესმენი ჯო უილსონი („რესპუბლიკური პარტია“) ლიდერობს.
აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ჯო უილსონი 147 620 ხმას (49.8%), ხოლო მისი მეტოქე, „დემოკრატი“ ზაიონ ხალიფა 144 593 ხმას (48.8%) აგროვებს.
ამ დროისთვის ხმების 99%-ია დათვლილი.

























