ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ეწვია

ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ეწვია

ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სათაო ოფისში იმყოფებოდა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, კომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრისას, კომპანიის წარმომადგენლებმა ელჩ პეტრ კუბერნატს და ჩეხეთის საელჩოს ეკონომიკურ ექსპერტს დავით შატაკიშვილს გააცნეს „ენერგო-პროს“ საქმიანობა, მიაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

მათივე განმარტებით, ელჩმა დაათვალიერა „ენერგო-პრო ჯორჯიას” ცენტრალური სადისპეტჩერო და გაესაუბრა კომპანიის თანამშრომლებს.

„ბატონ ელჩს მადლობა გადავუხადეთ მობრძანებისთვის, დაინტერესებისთვის და მუდმივი თანადგომისთვის. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩეხეთის საელჩოსთან ჩვენს ურთიერთობას და თანამშრომლობას. ბატონ ელჩს დავათვალიერებინეთ კომპანიის სათაო ოფისი, გავაცანით კომპანიის გამოწვევები, პერსპექტივები და სამომავლო გეგმები“, - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.

“ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხური „ენერგო-პრო ჯგუფის“ წევრი კომპანია, რომელიც მნიშვნელოვან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოში.

“ჩეხური „ენერგო-პრო ჯგუფი“ საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა. იმ დროს ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად ამორტიზებული იყო და წლების განმავლობაში არასაკმარისი ინვესტიციების გამო ენერგეტიკული აქტივები მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული.

ჯგუფის შემოსვლიდან დღემდე, ელექტროენერგიის განაწილების ქსელში, გენერაციის ობიექტებსა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა „ენერგო-პრო“ საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიად აქცია.

დღესდღეობით, ჯგუფი საქართველოში წარმოდგენილია ექვსი კომპანიით, რომლებიც ელექტროენერგიის განაწილების, მიწოდების, გენერაციის, მომსახურებისა და სარეზერვო სიმძლავრის სფეროებში ოპერირებენ’, - აცხადებენ კომპანიაში.