გრიგოლ გეგელია - იმ პოლიტიკურ საცოდაობას, რაც „ევრონიუსთან“ კობახიძის ინტერვიუს დროს ვიხილეთ, ერთი მარტივი რეზიუმე აფასებს ყველაზე კარგად, მას ჰკითხეს, საერთოდ რატომ ჩავიდა იქ და რა ესაქმება ევროპულ კავშირთან

იმ პოლიტიკურ საცოდაობას, რაც ჩვენ გუშინ „ევრონიუსთან“ კობახიძის ინტერვიუს დროს ყველამ ვიხილეთ, ერთი მარტივი რეზიუმე აფასებს ყველაზე კარგად, მას ჰკითხეს, საერთოდ რატომ ჩავიდა იქ და რა ესაქმება ევროპულ კავშირთან, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ერთადერთ კითხვა, რაც ირაკლი კობახიძის მიმართ ისმის, არის ის, თუ რა უნდა მას ევროპულ სივრცესთან.

„კობახიძე არის იმ რეჟიმის ლიდერი,რომელიც არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე ანტიევროპული რეჟიმი, რომელმაც გაანადგურა ურთიერთობები ევროპულ კავშირთან და ცივილიზებულ მსოფლიოსთან და ერთადერთი კითხვა, რაც მის მიმართ ისმის არის ის, თუ რა უნდა საერთოდ ევროპულ სივრცესთან“, - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.