კომპანია „Easy Procurement“ ორგანიზებით, „შესყიდვების კონფერენცია 2026“ ჩატარდება

11 ნოემბერს, კომპანია „Easy Procurement“ ორგანიზებით, „შესყიდვების კონფერენცია 2026“ ჩატარდება.
მე-4 ყოველწლიური „შესყიდვების კონფერენცია“ წელს კიდევ უფრო ფართო მასშტაბით გაიმართება და ერთ სივრცეში გააერთიანებს ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებს, შესყიდვებისა და მიწოდების ჯაჭვის პროფესიონალებს, ბიზნესის მფლობელებს, მენეჯერებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს.
რატომ უნდა დაესწროთ?
კონფერენცია დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ ცვლის დიჯიტალიზაცია და ხელოვნური ინტელექტი შესყიდვებისა და ოპერაციების მართვას და როგორ შეიძლება ამ ცვლილებების პრაქტიკულად გამოყენება ბიზნესში.
კონფერენციაზე მიიღებთ:
- პრაქტიკულ ვორქშოპებში მონაწილეობის შესაძლებლობას
- საერთაშორისო და ქართველი სპიკერების გამოცდილებას - თანამედროვე მიდგომები და საერთაშორისო პრაქტიკა
- პრაქტიკულ ცოდნას დიჯიტალიზაციისა და AI -ს შესახებ - როგორ გამოიყენება ტექნოლოგიები შესყიდვებსა და ოპერაციებში
- ახალ ინსტრუმენტებსა და მიდგომებს პროცესების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად
- ინდივიდუალურ პრეზენტაციებს და პროფესიულ დისკუსიებს
- საგამოფენო სივრცე - ტექნოლოგიების, სერვისებისა და ბიზნეს-გადაწყვეტილებების გაცნობა
- ნეთვორქინგის შესაძლებლობას - ახალი პროფესიული და ბიზნესკავშირების დამყარება
კომპანია “Easy Procurement” მიზანია ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა და შესყიდვების სფეროს გაძლიერება, სფეროს პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრება და საქმიანი კავშირების ხელშეწყობა.
ღონისძიების პარტნიორები: Georgian Procurement Professionals Association, Tamira LLC, ICC Georgia, UN Women, Tenders.ge, ARTE, Signify, Smart House, OfficeMart, B4G Association, MKL Shipping, SKUFUND, Webfeatures.
მედია პარტნიორები: BMG, BPN, IPN, Palitra News.
კონფერენციის დეტალები:
11 ნოემბერი, 2026წ. 10:00 სთ ქ. თბილისი, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace სამუშაო ენა: ENG
ბილეთები - tkt.ge/ProcurementConference2026
დამატებითი ინფორმაციისთვის: +(995) 599 80 35 30 https://www.easyprocurement.ge/
(R)

























