მოჯთაბა ხამენეი - ყველა, ვინც ფიქრობს, რომ აშშ-ის პოლიტიკა არჩევნების შედეგად შეიცვლება, მწარედ ცდება

მოჯთაბა ხამენეი - ყველა, ვინც ფიქრობს, რომ აშშ-ის პოლიტიკა არჩევნების შედეგად შეიცვლება, მწარედ ცდება

ყველა, ვინც ფიქრობს, რომ აშშ-ის პოლიტიკა არჩევნების შედეგად შეიცვლება, მწარედ ცდება, - ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ განცხადება აშშ-ში გამართულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გაავრცელა.

„მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს მცირე იმედი მაინც, რომ პარტიული ან ფრაქციული ცვლილებების შედეგად ჰეგემონიური სისტემის ქცევა შეიძლება შეიცვალოს, მწარედ ცდებიან“, - განაცხადა მოჯთაბა ხამენეიმ.

ასევე, მისი თქმით, თუ აშშ ირანის წინააღმდეგ დარტყმებს განაახლებს, მაშინ ახლო აღმოსავლეთში ომის მასშტაბი გაიზრდება.

„აგრესიის განმეორების შემთხვევაში, ომის მასშტაბი მნიშვნელოვნად გაფართოვდება“, - ნათქვამია ირანის უზენაესი ლიდერის განცხადებაში.