„ფორმულას“ თანამშრომლები ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობიდან გამოიყვანეს

ბიზნესცენტრ “დელისის” შენობიდან ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები და სხვა თანამშრომლები გამოიყვანეს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შენობიდან მათი ევაკუაცია ცოტა ხნის წინ დაასრულეს.
როგორც „ფორმულას“ თანამშრომლები აცხადებენ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მე-17 სართულზე მყოფ ადამიანებს შენობა ნაწილ-ნაწილ, კიბის გამოყენებით დაატოვებინეს.
ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დაკვამლიანება შენობის მე-5 სართულზე გაჩნდა.
აღნიშნულ შენობაში ტელეკომპანია „ფორმულას“ ოფისიცაა განთავსებული, რის გამოც ტელეკომპანიის სტუდიებსა და ნიუსრუმშიც დაკვამლიანება იყო.

























