Reuters - საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართება

Reuters - საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართება

საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საფრანგეთის მასშტაბით დღეს, ასობით ათასი ადამიანი საპროტესტო აქციებში მიიღებს მონაწილეობას.

საფრანგეთის დაზვერვის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დაგეგმილ დემონსტრაციებს 700 000-მდე ადამიანი შეუერთდება.

ასევე, დღეს საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები პროფკავშირების ორგანიზებითა და სტუდენტების მხარდაჭერით გაფიცვას მოაწყობენ.

საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერის, მოდ ბრეჟონის განცხადებით, ხელისუფლებას არ სურს, რომ გასულ თვეში გამართულ დემონსტრაციებზე მომხდარი შეტაკებები კვლავ განმეორდეს.

ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით 70 000 პოლიციელს განათავსებს.

შეგახსენებთ, საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. დემონსტრანტები ცხოვრების ხარჯების ზრდასა და საჯარო მომსახურების ხარისხის გაუარესებას აპროტესტებენ.