ირაკლი კობახიძე - არაფერი იკრძალება - ყველა უბნის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს

ირაკლი კობახიძე - არაფერი იკრძალება - ყველა უბნის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს

არაფერი იკრძალება. ყველა უბნის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს - რაც შეეხება [საერთაშორისო გამჭვირვალობის] განცხადებას, ასეთი ორგანიზაცია არ ვიცი, შეიძლება „ნაციონალური ბუნდოვანება“ ვუწოდოთ ვიდრე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, - ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით 3 ორგანიზაციის ერთობლივ, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებას.

პრემიერის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული წესით ტარდება არჩევნები, გარკვეული პროცედურების გამარტივება იყო შესაძლებელი და კანონმდებლობა ზუსტად ამას ითვალისწინებს.

„არაფერი იკრძალება. ყველა უბნის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს. დანარჩენი ზუსტდება იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკაში ელექტრონული აპარატურა შემოვიდა. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული წესით ტარდება არჩევნები, გარკვეული პროცედურების გამარტივება იყო შესაძლებელი და კანონმდებლობა ზუსტად ამას ითვალისწინებს.

რაც შეეხება [საერთაშორისო გამჭვირვალობის] განცხადებას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ასეთი ორგანიზაცია მე არ ვიცი, ეს შეიძლება „ნაციონალური ბუნდოვანება“ ვუწოდოთ ვიდრე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მაშინ იყო ერთგვარი ფოთოლი „ნაცმოძრაობის“ სხეულზე,- აღნიშნა კობახიძემ.