რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის 2026 წლის მეოთხე სხდომა გაიმართა

რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის 2026 წლის მეოთხე სხდომა გაიმართა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2026 წლის მეოთხე სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით კომისიას განსახილველად წარედგინა 33 საკითხი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილი 31 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 27, უარი ეთქვა 2 საკითხზე; ხარვეზი დადგინდა 2 საკითხზე. სომხური კათოლიკური თემის მიერ წარდგენილ 1 საკითხზე დადგინდა ხარვეზი. მუსლიმთა სამმართველოს მიერ წარდგენილ 1 საკითხზე ითქვა უარი.

„კომისიის სხდომას ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფიო დოღონაძე.“- წერია ინფორმაციაში.