გიორგი სიორიძე საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე - ეს ცვლილებები იმ ხიფათსაც შეიცავს, რომ რეალურად გასაჩივრების შესაძლებლობა უკიდურესად იზღუდება

საარჩევნო ცვლილებები ემსახურება იმავე მიზანს, რასაც ემსახურება ხოლმე, როგორც წესი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ცვლილებები, როდესაც ისინი ამა თუ იმ არჩევნების წინ ემზადებიან და ხედავენ ხოლმე საფრთხეებს თავიანთი ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო- ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს.
გიორგი სიორიძის თქმით, ეს ცვლილებები იმ ხიფათსაც შეიცავს, რომ რეალურად გასაჩივრების შესაძლებლობა უკიდურესად იზღუდება.
„ეს საარჩევნო ცვლილებები ემსახურება იმავე მიზანს, რასაც ემსახურება ხოლმე, როგორც წესი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ცვლილებები, როდესაც ისინი ამა თუ იმ არჩევნების წინ ემზადებიან და ხედავენ ხოლმე საფრთხეებს თავიანთი ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის.
ეს კონკრეტული ცვლილებები იმ ხიფათსაც შეიცავს, რომ რეალურად გასაჩივრების შესაძლებლობა უკიდურესად იზღუდება. მაგალითად, თუ კენჭისყრის დღეს სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა, ისეთი დარღვევები, რომელიც ახდენს ზეგავლენას არჩევნების შედეგზე, თუ დარღვეული არის არჩევნების პრინციპები, მაგალითად ფარულობის პრინციპი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2024 წელს, ვერ გასაჩივრდება სათანადოდ ვერც საარჩევნო ადმინისტრაციის, ვერც სასამართლოს დონეზე, იმიტომ რომ საფუძვლები არის შეზღუდული, მოიცავს მექანიკურ საფუძვლებს, სხვა შემთხვევაში უბრალოდ არ იქნება ეს განხილული არც ცესკოში და არც საერთო სასამართლოებში”,- აღნიშნა გიორგი სიორიძემ.
























