გიგა ლემონჯავა - რუსეთის მიერ „დროას“ აკრძალვა დემონსტრაციული ნაბიჯია, რომელიც წინ უსწრებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველოში პროდასავლური პარტიების გაუქმება კრემლის ინტერესი და დაკვეთაა

გიგა ლემონჯავა - რუსეთის მიერ „დროას“ აკრძალვა დემონსტრაციული ნაბიჯია, რომელიც წინ უსწრებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველოში პროდასავლური პარტიების გაუქმება კრემლის ინტერესი და დაკვეთაა

„დროას“ აკრძალვა რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ დემონსტრაციული ნაბიჯია, რომელიც აბსოლუტურად შეგნებულად, წინ უსწრებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველოში პროდასავლური პარტიების გაუქმება კრემლის ინტერესი და დაკვეთაა, - ასე გამოეხმაურა პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ლემონჯავა რუსეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით უწყებამ „დროა“ არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.

როგორც ლემონჯავა სოციალურ ქსელში აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ ყველა „დეპუტატი“, რომელმაც ხელი მოაწერა კონსტიტუციურ სარჩელს, რუსეთის დაკვეთას ასრულებს, ხოლო ის მოსამართლეები, რომლებსაც დიდი ალბათობით უკვე მზად აქვთ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რუსეთის გეგმას აწერენ ხელს“.

„ივანიშვილის რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელი პარტიების აკრძალვის შესახებ რუსეთის „ეფესბეშია“ დაწერილი. „დროას“ აკრძალვა რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ დემონსტრაციული ნაბიჯია, რომელიც აბსოლუტურად შეგნებულად, წინ უსწრებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველოში პროდასავლური პარტიების გაუქმება კრემლის ინტერესი და დაკვეთაა.

რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელი გულისხმობს არა მხოლოდ პროდასავლური პარტიების გაუქმებას, არამედ შეიცავს განაცხადს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განადგურების შესახებ. ეს სარჩელი ერთი ერთში, ციტატების დონეზე, იმეორებს რუსეთის დოქტრინას „ახალი რეალობების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. ამის მოსმენა არ უნდოდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, თუმცა ფაქტები ყვირის, მათი მიჩქმალვა შეუძლებელია.

„ქართული ოცნების“ ყველა „დეპუტატი“, რომელმაც ხელი მოაწერა კონსტიტუციურ სარჩელს, რუსეთის დაკვეთას ასრულებს, ხოლო ის მოსამართლეები, რომლებსაც დიდი ალბათობით უკვე მზად აქვთ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რუსეთის გეგმას აწერენ ხელს“, - წერს გიგა ლემონჯავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა პოლიტიკური პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველად“ გამოცხადდა.