ვოლოდიმირ ზელენსკი - ესპანეთი უკრაინას 437 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ვოლოდიმირ ზელენსკი - ესპანეთი უკრაინას 437 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ესპანეთი უკრაინას 437 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“ვრცლად ვესაუბრე ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს რუსეთის თავდასხმებთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ. რუსეთი ყოველდღიურად კლავს ჩვენს ხალხს და უკრაინელებმა იციან, რამდენად მტკივნეულია ყოველი სიცოცხლის დაკარგვა. ამ ომის განმავლობაში ესპანეთი მუდმივად გვეხმარება და მხარს გვიჭერს. ახლა კი ესპანეთისგან 437 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მივიღებთ გმადლობთ!“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ესპანელ კოლეგასთან პაკეტის შემადგენლობა და თავდაცვის სფეროს ყველაზე აქტუალური საჭიროებები განიხილა.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე: ენერგეტიკაზე, ლოგისტიკასა და რკინიგზაზე განხორციელებულ დარტყმებზე.

“წელს რუსეთმა ჩვენი ლოკომოტივების უფრო მეტი რაოდენობა დააზიანა, ვიდრე ამ ომის დაწყებიდან ყველა წინა წელს ერთად. ენერგეტიკული ქსელი და წყალმომარაგების სისტემა მუდმივი თავდასხმების სამიზნეა. ვითარება რთულია, განსაკუთრებით კიევში, და ჰუმანიტარული დახმარების თითოეულ ნაბიჯსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მადლობას ვუხდი ესპანეთს და პირადად პედროს მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა ზელენსკიმ.