საფრანგეთში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც 575 000 ადამიანი მონაწილეობდა

საფრანგეთში ხუთშაბათს გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 575 000 ადამიანი მონაწილეობდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ეს იყო ყველაზე მასშტაბური საპროტესტო დღე სექტემბერში დაწყებული არეულობების ტალღის შემდეგ, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულ გაფიცვას დაემთხვა.
საპროტესტო აქციებმა შედარებით მშვიდად ჩაიარა, თუმცა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში ადგილი ჰქონდა ლოკალურ შეტაკებებს.
ზოგიერთმა დასაქმებულმა გაფიცვა გამოაცხადა, რის შედეგადაც სკოლებში, უნივერსიტეტებში, რკინიგზასა და, შედარებით ნაკლებად, საავადმყოფოებში პერსონალის ნაკლებობა შეიქმნა.
ამჟამად საპროტესტო აქციებში სხვადასხვა ჯგუფი მონაწილეობს. თავდაპირველად პროცესი სკოლებში უკეთესი პირობების მოთხოვნით მოსწავლეებით დაიწყეს, თუმცა მოგვიანებით ისეთ მოძრაობად იქცა, რომელშიც პროფკავშირები და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის მონაწილეებიც ჩაერთნენ.
თითოეულ ჯგუფს საკუთარი მოთხოვნები აქვს, თუმცა მათ საერთო უკმაყოფილება აერთიანებთ ცხოვრების ხარჯების გაძვირების, ხელისუფლების უმოქმედობის, მზარდი ქონებრივი უთანასწორობისა და სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობის გამო.

























